Friday, November 2, 2012

ჩვენი სკოლა


     
     პროექტის  სახელწოდება:  ,,ჩვენი  სკოლა“.
     პროექტის  მთავარი  იდეა: მათემატიკის  გაკვეთილზე  მიღებული  თეორიული  ცოდნის  გამოყენება  შესაბამისი  პრაქტიკული  ამოცანების  გადასაჭრელად.(კვლევითი,შემოქმედებითი,  თანამშრომლობითი  და  კომუნიკაციური  უნარ– ჩვევების  განვითარება).
     პროექტის  აქტუალობა:  პროექტის  განხორციელება  მოსწავლეებს  განუვითარებს  მიღებული  ცოდნისა  და  გამოცდილების   რეალურ  ცხოვრებაში  გამოყენების  უნარ–ჩვევებს.
    პროექტის  მიზნები:  შეუქმნას  მოსწავლეს  პირობები  იმ  უნარ–ჩვევების  გასავითარებლად,  რომლებიც  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია  მთელი  ცხოვრების  გზაზე.
     მოსწავლეთა  ასაკი:  IX – კლ.   (14  წ.)
     ვადები:  ერთი   თვე.
    მოსალოდნელი  შედეგები: სკოლის  რეაბილიტაციის  გეგმა.
    პროექტისათვის საჭირო  ძირითადი  რესურსები:კალამი,  ფანქარი,რვეული,  ფორმატი,  სიგრძის  საზომი  ხელსაწყოები,  ფოტოაპარატი,  კომპიუტერი,  პროექტორი,  მათემატიკის  სახელმძღვანელო.
     პროექტის   მსვლელობა:   1.  პროექტის  გეგმის  შემუშავება;
                                                  2.   კლასის  დაყოფა  ჯგუფებად  (მიზნობრივი  გადანაწილებით)  და              ჯგუფში  მოვალეობების  გადანაწილება ( I-ჯგუფი  შეაგროვებს  მონაცემებს  კედლების  მშენებლობისათვის  საჭირო  მასალების  შესახებ,  II – ჯგუფი   შეაგროვებს  მონაცემებს  სახურავის  შესახებ,  III – ჯგუფი  შეაგროვებს  მონაცემებს  შიდა  სამუშაოების  იატაკის კოსმეტიკური  რემონტის და სხვა   სამუშაოების  შესახებ).
               საბოლოოდ  მოხდება    სამივე  ჯგუფის წევრების მონაცემების  გაერთიანება.  (მოსწავლეები  აანალიზებენ  და  აჯერებენ  ინფორმაციას აკეთებენ  პროექტის  ანგარიშს ) მოსწავლეები    საკუთარი  და  სხვათა  მოსაზრებებისა  და  შეხედულებების  საფუძველზე  შექმნიან  სკოლის  რეაბილიტაციის  გეგმას.  ანგარიშზე  დაყრდნობით  აკეთებენ  პრეზენტაციას, კომპიუტერისა  და  პროექტორის,  აგრეთვე  პლაკატის  გამოყენებით.                               ნაშრომს  განათავსებენ  პროექტის  ვებ– გვერდზე/ბლოგზე.
                  საგნებთან  კავშირი:  ფიზიკა (მდგრადობა,  შვეულის  გამოყენებით  სიმძიმის  ცენტრის  განსაზღვრა).  ქიმია (მინარევები–ქიმიური  რეაქციები).
                პროექტის  ხელმძრვანელი: თ. ყულუმბეგაშვილი.
                 ელ.  ფოსტა: tinatinyulumbegashvili@gmail.com

No comments:

Post a Comment